ქუთაისის წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა, უმეტესი
ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, ონლაინ ფორმით მიმდინარეობს.
ჰიბრიდულად სწავლება არ ეხება მხოლოდ სამედიცინო ფაკულტეტის
სტუდენტებს. დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე ისინი პრაქტიკულ
მეცადინეობებს კონტაქტური ფორმით, უნივერსიტეტის
აუდიტორიებში გადიან.
სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტების შემთხვევაში სწავლა საკოორდინაციო
საბჭოს დადგენილების საფუძველზე დარეგულირდა.
ონლაინ სწავლების გადაწყვეტილება კი უნივერსიტეტმა სტუდენტებთან
შეთანხმებით მიიღო.
"ფაკულტეტების დეკანებს ჰქონდათ ჩართვები სტუდენტებთან და მათთან
შეთანხმებით მოხდა ამ ფორმით სწავლების არჩევა", -აღნიშნავენ
უნივერსიტეტში.
ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 7 000 მდე სტუდენტის სწავლობს.
მასალის გამოყენების პირობები