10 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 871 116 აცრა, -
ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 000 102
ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 35.2 %-ს შეადგენს.
სრულად ვაქცინირებულია 871 014 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის
30.5 %-ია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის ინფორმაციით, 9 ოქტომბერს 6 964 ადამიანი აიცრა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის
აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან
დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“
ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან
დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.
მასალის გამოყენების პირობები