Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში
გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 661 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 628 719-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 ოქტომბრის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.22%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
5.70% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.16%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 274 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 597 654.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 192 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 661 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 803 შემთხვევა, აჭარა - 105, იმერეთი - 559,
ქვემო ქართლი - 158, შიდა ქართლი - 116, გურია - 53, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 293, კახეთი - 420, მცხეთა-მთიანეთი - 58, სამცხე-ჯავახეთი
- 60, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 36.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 7 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო
საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 229 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 096 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები