11 ოქტომბერს, ლონდონის დროით 04:00 საათზე საქართველო ამოღებული
იქნება ბრიტანეთის საერთაშორისო მიმოსვლის ე.წ. წითელი სიიდან.
საქართველოდან მიმავალი მოქალაქეები ბრიტანეთის ტერიტორიაზე შესვლას
შეძლებენ შემდეგი პირობებით:
გამგზავრებამდე:
ბოლო 72 საათის განმავლობაში PCR ტესტის გაკეთება საზღვარზე ტესტის
უარყოფითი პასუხის წარდგენის მიზნით
ტესტირების სამგზავრო პაკეტის შეძენა, რაც მოიცავს თვითიზოლაციის მე-2
და მე-8 დღეს გასაკეთებელი ტესტების დაჯავშნას
ბოლო 48 საათის განმავლობაში მგზავრის ადგილსამყოფელის ფორმის
(locator form) შევსება 10-დღიანი თვითიზოლაციის გავლის მისამართის
მითითებით.
ჩასვლის შემდგომ:
10-დღიანი თვითიზოლაცია წინასწარ მითითებულ ადგილას
თვითიზოლაციის მე-2 და მე-8 დღეს PCR ტესტის გაკეთება.
ბრიტანეთის საყოველთაო ვაქცინაციის პროცესის ფარგლებში სრულად აცრილი
პირები (ვაქცინის ორივე დოზა) გამგზავრებამდე ტესტირებისა და
თვითიზოლაციის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან და ჩასვლიდან მხოლოდ
მე-2 დღეს უნდა გაიკეთონ PCR ტესტი.
დიდმა ბრიტანეთმა საქართველო 5 აგვისტოს, ეპიდემიოლოგიური
მდგომარეობის გათვალისწინებით წითელ სიაში შეიყვანა.
მასალის გამოყენების პირობები