გაერთიანებულმა სამეფომ 47 ქვეყანა, მათ შორის საქართველო,
მოგზაურობასთან დაკავშირებული ე.წ. „წითელი სიიდან“ ამოიღო.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 ოქტომბრიდან
აღნიშნული 47 ქვეყნიდან ჩასული მოქალაქეებისთვის საკარანტინო
სასტუმროში იზოლაციის გავლა საჭირო აღარ იქნება და მათ მხოლოდ პისიარ
ტესტის პასუხს მოსთხოვენ. ტესტი ქვეყანაში ჩასვლის დღეს, ან მაქსიმუმ
ორი დღის წინ უნდა გაიკეთონ.
გაერთიანებული სამეფოს „წითელ სიაში“ ამ დროისთვის 7 ქვეყანა
რჩება.
შეზღუდვების გადახედვა ყოველ სამ კვირაში ერთხელ ხდება, რაც იმას
ნიშნავს, რომ მომავალი განახლება 28 ოქტომბერს განხორციელდება.
ცნობისათვის, 4 ოქტომბრიდან გაერთიანებულმა სამეფომ მოგზაურობასთან
დაკავშირებული ე.წ. შუქნიშნების სისტემა გააუქმა და ახლა ქვეყნები
მხოლოდ ორ კატეგორიად : „წითელ“ და „დანარჩენ მსოფლიოდ“ არიან
დაყოფილები.
მასალის გამოყენების პირობები