Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური
ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 2 228 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 626 058-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 ოქტომბრის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.0%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
5.63% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.61%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 711 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 596 380.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 162 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 228 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 638 შემთხვევა, აჭარა - 128, იმერეთი - 469,
ქვემო ქართლი - 125, შიდა ქართლი - 100, გურია - 82, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 241, კახეთი - 324, მცხეთა-მთიანეთი - 40, სამცხე-ჯავახეთი
- 52, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 29.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 085 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები