Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური
ტესტირების ფარგლებში,
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 410 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 ოქტომბრის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.90%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
5.53% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.31%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 516 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 594 669.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 134 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 410 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 700 შემთხვევა, აჭარა - 113, იმერეთი - 479,
ქვემო ქართლი - 151, შიდა ქართლი - 125, გურია - 74, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 270, კახეთი - 374, მცხეთა-მთიანეთი - 49, სამცხე-ჯავახეთი
- 47, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 52 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 52, ხოლო აჭარაში - 0.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 5 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო
საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 222 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 613 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები