6 ოქტომბრიდან კვების ობიექტების სამუშაო საათები გახანგრძლივდება და
ისინი ფუნქციონირებას კვლავ 23:00 საათამდე შეძლებენ.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული
ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს
სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო კვების
ობიექტები 22:00 საათამდე მუშაობდნენ.
მასალის გამოყენების პირობები