საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 684
ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 562 627-ს.
3 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის
6.95%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 9.46% ხოლო 7 დღის განმავლობაში -
8.60%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 695 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 509 181.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 83 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 732 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 684 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 080 შემთხვევა, აჭარა - 212, იმერეთი - 262,
ქვემო ქართლი - 224, შიდა ქართლი - 198, გურია - 78, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 238, კახეთი - 232, მცხეთა-მთიანეთი - 90, სამცხე-ჯავახეთი
- 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 27.
მასალის გამოყენების პირობები