პირებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ
შეუძლიათ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბინაზე
ჩაუტარდებათ.
აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელში
ავრცელებს.
„ვაქცინაციის სერვისის ბინაზე მიღებისთვის უნდა დარეკოთ ცხელ
ხაზზე - 15 22. ვაქცინის დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით,
მობილური ჯგუფები გამოძახებაზე პერიოდულად, მოთხოვნილი ვაქცინის
მიხედვით გადიან“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში
მასალის გამოყენების პირობები