Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში
გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 314 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 481 578-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 აგვისტოს მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.66%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
10.38% ხოლო 7 დღის მანძილზე - 11.03%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 519 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 421 532-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 35 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 406 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 314 ახალი
შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 687 შემთხვევა, აჭარა - 772, იმერეთი - 618,
ქვემო ქართლი - 202, შიდა ქართლი - 175, გურია - 129, სამეგრელო -
ზემო სვანეთი - 247, კახეთი - 317, მცხეთა-მთიანეთი -59,
სამცხე-ჯავახეთი - 88, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 20.
მასალის გამოყენების პირობები