Ქუთაისში, ოპოზიციური პარტიიების წარმომადგელებმა დღეს ამოქმედებული
სატრანსპორტო კოვიდშეზღუდვა გააპროტესტეს.
"Ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი გიგა
შუაშანია მერს მოუწოდებს თვითმმართველობის ბალანსზე არსებული ჯიპებით
გაჭირვებულ მოქალაქეებს მოემსახურონ, რომლებსაც გადაადგილების
საშუალება არ აქვთ.
ის ამბობს, რომ მაშინ როდესაც პანდემიის ფონზე, ვირუსისგან დღეში
50-მდე ადამიანი კვდება, მერიის სარესტორნო ხარჯებიც უცვლელი
რჩება.
"კეთილი ინებოს ქალაქის მერმა და იმ ჯიპებით, რომლითაც თვითონ
მოძრაობენ იმ ადამიანების გადაადგილება უზრუნველყონ, ვინც ვაქცინაზე
ვერ მიდიან", - განაცხადა გიგა შუშანიამ.
მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა ასევე გააპროტესტა "ახალი
ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარემ გოგი წულაიამ. ის
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს მუნიციპალური
ტრანსპორტის შეზღუდვის ნაცვლად, ტრანსპორტში მგზავრების
ნაკადი გააკონტროლონ.
"
დაამატონ ბატონო დამატებით ტრანსპორტი და გააკონტროლონ
მგზავრებს უკეთიათ თუ არა პირბადე. პრემიერი, რომ იძახის
ლოქდაუნი არ იქნებაო და აბა ეს არ არის?! ადამიანებს რომ
გაადადგილების პრობლემა აქვთ და ორი კაპიკის გამომუშავების საშუალება
არ აქვთ ჩაკეტვაა აბა რა ჯანდაბა არის", - აცხადებს
წულაია.
დღეიდან 4 სექტემბრის ჩათვლით მუნიციპალური ტრანსპორტი
კოვიდვითარების გამო აკრძალულია.
მასალის გამოყენების პირობები