ამ დრომდე უცნობია ვინ
იზრუნებს იმერეთში იმ ადამიანების ტრანსპორტით გადაადგილებაზე,
რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე ჯავშანი აქვთ ან
ახლა რეგისტრირდებიან.
მიიღეს თუ არა შესაბამისი დავალება საკოორდინაციო საბჭოსგან, ამ
დრომდე არ გვპასუხობენ ქუთაისის მერიაში. იმერეთის სამხარეო
ადმინისტრაცია კი ადგილობრივ თვითმმართველობასთან გვამისამართებს. ვინ
უნდა მიიყვანოს აცრის მსურველები 15 აგვისტოდან შესაბამის სამედიცინო
დაწესებულებამდე, ამაზე პასუხი არ არსებობს.
საქართველოს მასშტაბით, ერთ
დღეში ვაქცინაციას 25 000-მდე ადამიანი იტარებს. დაავადებათა
კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მეორე დოზით აცრას 516 300
ადამიანი ელოდება.
საკოორდინაციო საბჭომ, მუნიციპალური
ტრანსპორტის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება 12 აგვისტოს მიიღო.
საბჭოს ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გარდა
საქალაქთაშორისოსი, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით არ იმუშავებს.
სხდომის დასრულების შემდეგ ითქვა, რომ ტრანსპორტის გარეშე დარჩენილი
მოქალაქეების ამცრელ დაწესებულებებთან მიყვანას სახელმწიფო
უზრურნველყოფს. თუმცა, როგორ მოხდება ეს, ჯერჯერობით
უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები