მოქალაქეს, რომელმაც ექიმმა აცრის რეკომენდაცია არ მისცა, შესაბამისი
ჩანაწერის გაკეთება შესაძლოა მოსთხოვონ.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის
მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა ჟურნალისტებისთვის გამართულ
ვებინარზე განაცხდა.
პაატა იმნაძის თქმით, თუ ვაქცინას ინსტრუქციაში კონკრეტული უკუჩვენება
არ უწერია, მისი გაკეთება ადამიანისთვის დასაშვებია.
"
ჩაუწეროს ექიმმა, რა მიზეზით ეუბნება უარს აცრაზე.
დამერწმუნეთ, ამას მერე არ იტყვიან, რადგან საკუთარ
არაკომპეტენტურობას გამოავლენენ, რომ ბავშვობაში რომ ჭინჭრის ციება
ჰქონდა ადამიანს, ამიტომ ეუბნებიან აცრაზე უარს. დააფიქსირონ ეს და
შესაძლებელი იქნება, რეგულირების სააგენტომ შეისწავლოს, რამდენად
კვალიფიციურად მოქმედებდა ექიმი",- განაცხადა პაატა
იმნაძემ.
პაატა იმნაძის თქმით, გარკვეული პროფესიული ჯგუფებისთვის
ვაქცინაცია უნდა იყოს სავალდებულო.
"ჩემი პირადი აზრია, რომ გარკვეული პროფესიული ჯგუფებისათვის
ვაქცინაცია უნდა იყოს სავალდებულო, რა თქმა უნდა, არა
ყველასთვის, მაგრამ გარკვეული პროფესიული ჯგუფებისათვის.
მაგალითად, ჩემი კოლეგებისათვის'', - განაცხადა
იმნაძემ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ამბობს,
რომ ვაქცინაცია კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელებასთან
კავშირშია და რაც უფრო მეტი აუცრელი ადამიანი იქნება, მით მეტი ახალი
მუტაციური შტამი გაჩნდება.
"რაც მეტი აუცრელი ადამიანი იქნება დედამიწაზე, მით მეტი შანსია იმის,
რომ გამოჩნდეს კიდევ ახალი მუტანტი შტამები, მუტაციები. რა თვისებების
იქნება ეს შტამები, ამის წინასწარ თქმა ძალიან ძნელია", -
ამბობს ის.
13 აგვისტოს მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 741 353 აცრა.
ბოლო 24 საათში აიცრა 25 432 პირი.
სრულად ვაქცინირებულია 225 053 პირი.
მასალის გამოყენების პირობები