იმერეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების
დამზადება-გასაღების ფაქტზე, ორი პირი ამხილეს, მათ შორის ერთი
დააკავეს.
უწყების ცნობით იმერეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო
დაწესებულების სახელით, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის გარეშე,
დაინტერესებულ პირს ფულადი თანხის სანაცვლოდ, დაუმზადეს და გადასცეს
ახალი კორონავირუსის პისიარ ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი
შედეგების ამსახველი დოკუმენტები.
"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ყალბი ცნობის
დამზადებისათვის გამოყენებული კომპიუტერული ტექნიკა.
გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები, აღნიშნული დანაშაულის
ჩადენაში შესაძლო თანამონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების
მიზნით'',- განმარტავენ უწყებაში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე
მუხლის პირველი და 221-ე მუხლის მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით
ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.
მასალის გამოყენების პირობები