მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა
საერთო რაოდენობამ 206 მილიონს გადააჭარბა.
შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე
სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.34 მილიონი
ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 185
მილიონს აჭარბებს. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 16.7 მილიონი
აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი - 37.2 მილიონი შემთხვევა
აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს 32.1 მილიონი
შემთხვევით, მათ ბრაზილია, რუსეთი და საფრანგეთი მოჰყვებიან.
მასალის გამოყენების პირობები