14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა
შეიზღუდება,
- ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული
ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
„გაგაცნობთ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე
მიღებულ გადაწყვეტილებებს. როგორც მოგეხსენებათ, ისევე, როგორც მთელს
მსოფლიოში, საქართველოშიც ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულია, ძირითადად
ახალი შტამების (დელტა შტამი) ფართო ცირკულაციის გამო.
ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების და ტენდენციების ანალიზის საფუძველზე,
საკოორდინაციო საბჭომ, აგვისტოში იმუნიზაციის პროცესის
ინტენსიფიცირების მიუხედავად, საჭიროდ მიიჩნია ე.წ არაფარმაცევტული
ინტერვენციები და კერძოდ, ცალკეული შეზღუდვების
დაწესება".
დღეს კორონავირუსით 5 128 ადამიანი დაინფიცრდა.
მასალის გამოყენების პირობები