კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეგიონების ამბულატორიებშიც მიმდინარეობს.
იმერეთის რეგიონში აცრის გაკეთება 80-მდე სოფლის
ამბულატორიულ ცენტრში შეუძლიათ, სადაც სპეციალურად გადამზადებული
ექიმები მოემსახურებიან.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრციაში განმარტავენ, რომ ამბულატორიებში
იმუნიზაციის პროცესი მოქალაქეებს აქტიურობაზე დამოკიდებული.
"შესაძლოა, ერთდროულად არ მუშაობდეს 80-ივე ცენტრი, ეს
დამოკიდებულია მოქალაქეების აქტიურობაზე და სურვილზე".
ბაღდათი, წყალტუბო, ტყიბული, სამტრედია, ვანი - ამ მუნიციპალიტეტებში
მკვიდრებმა უკვე გაიკეთეს კოვიდსაწინააღმდეგო
აცრები.
იმუნიზაცია სოფლის ამბულატოროებში დილის 10:00 საათიდან იწყება
და საღამოს 18:00 საათამდე გრძელდება.
ამბულატორიებში ისევე როგორც კლინიკებში ხელმისაწდომია კორონავირუსის საწინაარმდეგო ოთხი ვაქცინა
: ფაიზერი, ასტრაზენეკა,სინოვაკი და სინოფარმი.
აცრა იმერეთის 80-მდე სოფლის ამბულატირიულ ცენტრშია
ამბულატორიულ ცენტრში
მასალის გამოყენების პირობები