სახელმწიფო პორტალ stopcov.ge-ის თანახმად, 12 აგვისტოს საქართველოში
COVID-19-ით ინფიცირების 5 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,
გამოჯანმრთელდა 3 310 ადამიანი. ვებგვერდის თანახმად, ბოლო 24 საათის
განმავლობაში ვირუსმა 49 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ჯანადაცვის სამინისტროში საველე
ჰოსპიტლების საჭიროებაზე ალაპარაკდნენ.
"თუ მომდევნო 7-10 დღის განმავლობაში ეპიდემიის მატების იგივე
ტენდენცია გაგრძელდება, რა თქმა უნდა, მოგვიწევს დამატებით
ალტერნატიული სასტუმროების მობილიზება, საუბარი მიდის იმაზე, თუ რა
იქნება ამ შემთხვევაში საველე გადაწყვეტა, რაც ჩვენ აქამდე არასდროს
გამოგვიყენებია“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ
გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები