საკოოდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ისეთი ხალხმრავალი შეკრებები,
როგორიცაა ქოწილები და ქელეხები, ასევე მსგავსი ტიპის ხალხმრავალი
ღონისძიებები დღეიდან იკრძალება.
სოციალური ღონსიძიებების მასპინძლობისთვის კვების ობიექტი თუ
სარიტუალო დარბაზის მფლობელი პირველ ჯერზე 10 000 ლარით დაჯარიმდება,
ხოლო განმეორების შემთხვევაში ობიექტი დაილუქება.
"მთავრობის დადგენილებით აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიების
გამართვა, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, იუბილე და სხვა. მსგავსი
ღონისძიების მასპინძლობისთვის კვების ობიექტი თუ სხვა სარიტუალო
დარბაზის მფლობელი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 10 ათასი ლარით, ხოლო
განმეორების შემთხვევაში მოხდება შესაბამისი ობიექტის
დაილუქება“,-განაცხადა ღიბრაძემ.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ღია ცის ქვეშ, ხუთზე მეტი
ადამიანის შეკრების დროს
აუცილებელი იქნება პირბადის ტარება.
მასალის გამოყენების პირობები