Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24
საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 236 ახალი დადასტურებული
შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 450 149-ს. რაც
შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 აგვისტოს მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.54%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
8.74% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.75%.ბოლო 24 საათში ვირუსისგან
გამოჯანმრთელდა 3 146 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა
გაიზარდა 403 762-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 44
ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 128 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 236 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 946 შემთხვევა, აჭარა - 499, იმერეთი - 177,
ქვემო ქართლი - 100, შიდა ქართლი - 90, გურია - 38, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 126, კახეთი - 165, მცხეთა-მთიანეთი -56, სამცხე-ჯავახეთი -
30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 40 233
საიდანაც: 6 641 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 3 125, აჭარაში - 874, იმერეთში - 959. ამ
ეტაპზე მძიმე
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი, მათგან თბილისში -
190, აჭარაში - 21, იმერეთში - 18. 2 552 ადამიანი მოთავსებულია
კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 151 - თბილისში, 818- აჭარაში. 31
040 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 37, ხოლო აჭარაში - 5.სულ 6 ოქტომბრიდან - 8 აგვისტოს
პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია
- 25 002 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 34 712
ადამიანი, მათ შორის თბილისში - 15 332, პირი, აჭარაში - 5 186,
იმერეთში - 3 846.
მასალის გამოყენების პირობები