Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში
გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 344 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 447 913-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 აგვისტოს მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.96%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
8.62% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.64%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 376 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 400 616-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 084 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 344 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 362 შემთხვევა, აჭარა - 595, იმერეთი - 415,
ქვემო ქართლი - 139, შიდა ქართლი - 155, გურია - 84, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 210, კახეთი - 262, მცხეთა-მთიანეთი -59, სამცხე-ჯავახეთი -
49, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 37, ხოლო აჭარაში - 5.
სულ 6 ოქტომბრიდან - 7 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 002 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 32 346 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 13 299, პირი, აჭარაში - 5 016, იმერეთში - 3 771.
მასალის გამოყენების პირობები