შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების "
COVID-19“-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის
პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.
ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით ამ ეტაპზე სამინისტროს 19 ათასზე მეტი თანამშრომელი
უკვე ვაქცინირებულია.
მათ შორის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის; საპატრულო პოლიციის; საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის; განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის; დაცვის პოლიციის
და ობიექტების დაცვის დეპარტამენტის იმერეთის რეგიონის
თანამშრომლები.
შსს-ს ცნობით ისინი ქუთაისში ო. ჩხობაძის სახელობის
მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში აიცრნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შეუძლიათ, კვირის
ნებისმიერ დღეს, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აიცრან, როგორც
"სინოვაკის" და "სინოფარმის", ასევე "ფაიზერის" ვაქცინით.
მასალის გამოყენების პირობები