Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24
საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 780 ახალი დადასტურებული
შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 440 353-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 აგვისტოს მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.02%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
8.05% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.98%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 052 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 395 505-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 016 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 780 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 640 შემთხვევა, აჭარა - 628, იმერეთი - 395,
ქვემო ქართლი - 170, შიდა ქართლი - 172, გურია - 70, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 199, კახეთი - 299, მცხეთა-მთიანეთი -102, სამცხე-ჯავახეთი
- 84, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 49 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 44, ხოლო აჭარაში - 5.
სულ 6 ოქტომბრიდან - 5 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 998 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 088 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 13 299, პირი, აჭარაში - 4 592, იმერეთში - 3 582.
მასალის გამოყენების პირობები