ბელგია საქართველოს "Aტრაზენეკას" ვაქცინას გადმოსცემს.
ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ბელგია სხვადასხვა ქვეყნისთვის წლის ბოლომდე სულ ვაქცინის ოთხი
მილიონი დოზის გამოყოფას გეგმავს.
"ეს დონაცია არის პანდემიის დასამარცხებლად და გლობალური ვაქცინაციის
დასაჩქარებლად ჩვენი ევროპული თანამშრომლობის მაგალითი", – განაცხადა
ბელგიის თანამშრომლობის განვითარების მინისტრმა, მერიამ კიტირმა.
ბელგია ასევე ვაქცინების აღმოსავლეთ ევროპისა და
აფრიკის სხვა ქვეყნებისთვის გადაცემას გეგმავს.
პირველ ეტაპზე, ვაქცინის 168 ათას დოზას მიიღებს
უკრაინა, შემდეგ 225 ათასზე მეტ დოზას მიიღებენ საქართველო, სომხეთი
და კოსოვო.
მასალის გამოყენების პირობები