Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში
გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 233 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 432 903-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 აგვისტოს მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.36 %, ბოლო 14 დღის მანძილზე -
7.65 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.35 %.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 934 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 390 827-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 948 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 233 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 924 შემთხვევა, აჭარა - 591, იმერეთი - 518,
ქვემო ქართლი - 200, შიდა ქართლი - 185, გურია - 107, სამეგრელო -
ზემო სვანეთი - 222, კახეთი - 270, მცხეთა-მთიანეთი -92,
სამცხე-ჯავახეთი - 97, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 27.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 46 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 5.
სულ 6 ოქტომბრიდან - 3 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 994 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 26 931 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 11 334 პირი, აჭარაში - 4 453, იმერეთში - 2 795.
მასალის გამოყენების პირობები