Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი
მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა.
გამოჯანმრთელდა 1 895 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის
10.99 %
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით
ჩატარდა 43 932 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 258 კვლევა ანტიგენის
ტესტით და 28 674 PCR ტესტით.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 428 670-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 აგვისტოს მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.99 %, ბოლო 14 დღის მანძილზე
- 7.41 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.08 %.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 895 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 388 893-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 910 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 2 297 შემთხვევა, აჭარა - 634, იმერეთი - 494,
ქვემო ქართლი - 253, შიდა ქართლი - 262, გურია - 100, სამეგრელო -
ზემო სვანეთი - 224, კახეთი - 323, მცხეთა-მთიანეთი -156,
სამცხე-ჯავახეთი - 47, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 37.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 55 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 50, ხოლო აჭარაში - 5.
სულ 6 ოქტომბრიდან - 2 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 990 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 246 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 9 233 პირი, აჭარაში - 4 362, იმერეთში - 2 892.
მასალის გამოყენების პირობები