Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში
გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 654 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 422 188-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 31 ივლისის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.34 %, ბოლო 14 დღის მანძილზე -
6.95 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.57 %.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 319 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 384 712-მდე.
ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 853 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 654 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 196 შემთხვევა, აჭარა - 443, იმერეთი - 322,
ქვემო ქართლი - 111, შიდა ქართლი - 95, გურია - 70, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 163, კახეთი - 157, მცხეთა-მთიანეთი -51, სამცხე-ჯავახეთი -
34, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.
მასალის გამოყენების პირობები