Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24
საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 141 ახალი დადასტურებული
შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 410 830-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 ივლისის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.75 %, ბოლო 14 დღის მანძილზე -
6.28 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.92 %.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 509 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 377 597-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 751 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 141 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 648 შემთხვევა, აჭარა - 438, იმერეთი - 270,
ქვემო ქართლი - 152, შიდა ქართლი - 132, გურია - 54, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 139, კახეთი - 186, მცხეთა-მთიანეთი -70, სამცხე-ჯავახეთი -
43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 64 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 56, ხოლო აჭარაში - 8.
სულ 6 ოქტომბრიდან - 27 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 978 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18 470 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 6 523, პირი, აჭარაში - 3 220, იმერეთში - 1 990.
მასალის გამოყენების პირობები