ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,
ქვეყნის მასშტაბით, კლინიკებში 6000-მდე საწოლია
მობილიზებული.
მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, იგეგმება
საწოლფონდის გაზრდა.
"გასული თვენახევრის განმავლობაში შედარებით მსუბუქი დატვირთვა
გვქონდა ჰოსპიტალურ ქსელზე, მაგრამ ბოლო პერიოდში, დატვირთვამ
მოიმატა, მაქსიმალურ დატვირთვაზე მუშაობენ ჰოსპიტლები და ყოველდღიურად
ემატება ჰოსპიტალური საწოლები. დღეის მდგომარეობით, მობილიზებულია
6000-მდე საწოლი, თუმცა, უკვე დაგეგმილია საწოლფონდის გაზრდა, სულ
მცირე 7000 საწოლამდე", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
სამინისტროს ინფორმაციით, გაიზრდება
იმ სასტუმროების რაოდენობაც, რომლებიც კოვიდპაციენტებს
მიიღებენ.
მასალის გამოყენების პირობები