ქვეყანაში ვირუსის ახალი ინფიცირების შემტხვევები მეტია, ვიდრე ეს იყო
მესამე ტალღის პიკზე, მაისში.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმზღვანელის ამირან
გამყელიძის თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია საგრძნობლად
გაუარესებულია.
"ეპიდსიტუაცია გაუარესებულია, გვაქვს ახალი 3666 ახალი შემთხვევა,
გავქვს 17 სიკვდილი, მთლიანად სიკვდილიანობის პროცენტი არის 1.4
ფარგლებში, ყველა მაჩვენებელი რომელიც ეპიდსიტუაციას ახასიათებს,-
ინციდენტობა, რეპროდუქციის ინდექსი, ასევე დადებითობის მაჩვენებელი,
გაუარესებულია.
დადებითობის მაჩვებელი მერყეობს 6%-ის ფარგლებში. ჩვენ ახლა მეტი
გვაქვს ინფიცირება ვიდრე ეს იყო მესამე ტალღის პიკზე, მაისში და ვართ
დაახლოებით 50-დან 60%-მდე რაც ვიყავით მეორე ტალღის პიკზე, ნოემბრის
ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში, განსხვავება არის ერთი, ქვეყანაში მეორე
ტალღის დროს არ იყო ვაქცინა ხელმისაწვდომი, დღეს გვაქვს საშუალება რომ
მოსახლეობა ავცრათ", - განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძის თქმით ქვეყანაში ლოქდაუნი და დამატები შეზღუდვები არ
იგეგმება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში
კორონავირუსის 3 666 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა კიდევ
17 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები