იმერეთის რეგიონში
კორონავირუსის შემთხვევები იმატებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს
ინფორმაციით, დადებითობის მაჩვენებელმა 9%-ს გადააჭარბა.
სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე საზოგადოებას მოუწოდებს ატარონ
პირბადე და დაიცვან უსაფრთხოების წესები.
"დადებითობის მაჩვენებელი 9
%- ს ასცდა. დღეს ინფიცირებულებიდან, არსებული ლეტალობის სტატისტიკით
5 შესაძლოა დაიღუპოს კოვიდთან ბრძოლაში. არ გაფიქრებთ ეს??? გაიკეთეთ
პირბადე ყველგან, მოერიდეთ ხალხმრავალ შეკრებებს, უარი თქვით დიდ
სუფრებსა და თავშეყრებზე. დაგვეხმარეთ, რომ გადავარჩინოთ ჩვენი
მეგობრები მეზობლები, ოჯახის წევრები", - ამბობს გოჩა
გიორგიძე.
გასული 24 საათის განმავლობაში,
იმერეთში 4189 კვლევა გაკეთდა. აქედან ვირუსი 362 პირს
დაუდასტურდა.
მასალის გამოყენების პირობები