"ფაიზერის" პირველ
დოზებზე ვაქცინაცია განახლდა, თუმცა, მაღალი მოთხოვნის გამო,
მოქალაქეები ვაქცინაციის პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ
ახერხებენ.
ადგილები თითქმის ამოწურულია თბილისსა და ქუთაისში.
პორტალზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, ამ ეტაპზე "ფაიზერზე"
მხოლოდ 4 417 ადგილის დაჯავშნაა შესაძლებელი.
მოქალაქეებს "ფაიზერის" ვაქცინით
აცრა იმერეთში, თბილისში, აჭარაში, კახეთსა და სამეგრელო-ზემო
სვანეთში შეუძლიათ. ვაქცინაცია სულ 37 სამედიცინო დაწესებულებაში
ტარდება. პროცესში 120-მდე ბრიგადაა ჩართული.
"ფაიზერზე" რეგისტრაცია 16 წლის და
ზემოთ ასაკის მქონე პირებს შეუძლიათ. ჯავშნის მიღება შესაძლებელია
მათთვისაც, ვინც კორონავირუსი რეგისტრაციამდე 30 დღით ადრე
გადაიტანა.
24 ივლისს საქართველოში აშშ-ის
მთავრობის მიერ საჩუქრად გადმოცემული "ფაიზერის" 500 000
დოზა შემოვიდა. აგვისტოს შუა რიცხვებიდან ქვეყანაში "ფაიზერის"
მორიგ პარტიას ელოდებიან.
მასალის გამოყენების პირობები