Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში
გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 061 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 402 759-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 ივლისის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.6 %, ბოლო 14 დღის მანძილზე -
5.66 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.3 %.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 654 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 373 088-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 688 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 061 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 030 შემთხვევა, აჭარა - 299, იმერეთი - 190,
ქვემო ქართლი - 120, შიდა ქართლი - 62, გურია - 35, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 89, კახეთი - 128, მცხეთა-მთიანეთი -62, სამცხე-ჯავახეთი -
41, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 71 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 61, ხოლო აჭარაში - 10.
სულ 6 ოქტომბრიდან - 24 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 974 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 686 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 5 827, პირი, აჭარაში - 2 777, იმერეთში - 1 980.
მასალის გამოყენების პირობები