Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24
საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 460 ახალი დადასტურებული
შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 398 081-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 ივლისის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.32 %, ბოლო 14 დღის მანძილზე -
5.38 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.03 %.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 082 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 370 565-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 656 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 460 ახალი შემთხვევიდან
თბილისში გამოვლენილია 1 363 შემთხვევა, აჭარა - 240, იმერეთი - 196,
ქვემო ქართლი - 139, შიდა ქართლი - 118, გურია - 36, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 89, კახეთი - 181, მცხეთა-მთიანეთი -62, სამცხე-ჯავახეთი -
25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.
15 567 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 50 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 40, ხოლო აჭარაში - 10.
სულ 6 ოქტომბრიდან - 22 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 972 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 215 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 5 432 პირი, აჭარაში - 2 355, იმერეთში - 1 564.
მასალის გამოყენების პირობები