კორონავირუსი
გამოვრიცხავ უახლოეს დღეებში “ლოკდაუნის“ და მკაცრი შეზღუდვების დაბრუნებას - თენგიზ ცერცვაძე
FaceBook
ზოგადი ვითარება ძალიან საყურადღებოა, სერიოზულია, ახალი შემთხვევების ყოველდღიური რაოდენობა ძალიან მაღალია, შესაბამისად, მაღალია ე.წ. აქტიური კოვიდ ავადმყოფების რიცხვი,
- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ე.წ. ლოკდაუნის კიდევ ერთხელ გამოცხადებას გამორიცხავს, რადგან, მისი თქმით, ჯანდაცვის სექტორი მოსალოდნელ მატებას და ერთგვარ ზეწოლას გაუძლებს.

„ეს არის ის კოვიდ ავადმყოფები, რომელთაც დაუდასტურდათ კოვიდი, მაგრამ ჯერ არ გამოჯანმრთელებულან - ასეთი დღეს უკვე 20 000-ზე ავიდა. ნოემბერ-დეკემბერში გვყავდა დაახლოებით 30 000. რაც უფრო მეტია აქტიური ავადმყოფების რიცხვი, მით უფრო ძნელია კლინიკური სექტორის მიერ მათი მართვა.

გამოვრიცხავ უახლოეს დღეებში “ლოკდაუნსა“ და მკაცრი შეზღუდვების დაბრუნებას, მე პირადად ამას მხარს არ ვუჭერ და რამდენადაც ვიცი, მთავრობაც მხარს არ უჭერს. გაიხსნა ბიზნესები, ადამიანები დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას. თუ ამ მაღალ რიცხვს შევინარჩუნებთ, ჩვენ ვუზრუნველყოფთ ყველა ავადმყოფის მოვლას.

ზრდა მოსალოდნელია, საჭიროა ის ნორმატივები დავიცვათ, რომელიც ახლა გვაქვს, -პირბადის ტარება დახურულ სივრცეში და თავშეყრის ადგილებში, ასევე, საზღვარზე კონტროლის გამკაცრება. დღეს კრიტიკული არ არის, წარმატებით ვუმკლავდებით. ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ ინფიცირების დღევანდელ მოცუმულობას გავუძლოთ წარმატებით და კიდევ უფრო ცოტა მეტს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის
COVID-უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე
სოციალურ ქსელში წერს.
08:56 / 20.08.2022
სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID-უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.
საქართველოში, გასულ  ერთ კვირაში კორონავირუსით კიდევ 6
ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 74 398 ტესტი და დადასტურდა
ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 12 766 ადამიანი.
16:00 / 17.08.2022
საქართველოში, გასულ  ერთ კვირაში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 74 398 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 12 766 ადამიანი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.