საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2261 ახალი შემთხვევა
დადასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი
ავრცელებს. მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით
გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამავე პერიოდში, კორონავირუსისგან 1410 ადამიანი გამოჯანმრთელდა და
ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 369 483-მდე.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 395 621-ს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5636 პირი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები