დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის
დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირბადის საჯარო
სივრცეში გამოყენება შესაძლოა ისევ სავალდებულო გახდეს.
მისი თქმით დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა რეკომენდაცია
მისცა საკოორდინაციო საბჭოს, დაწესდეს პირბადის ღია სივრცეში ტარების
ვალდებულება.
"დღევანდელი ეპიდსიტუაცია არის მსგავსი, რაც გვქონდა ნოემბრის
დასაწყისში, როცა მივდიოდით პიკისკენ.ყველა ინდიკატორით ჩვენ
გადავედით წითელ ზონაში, ეს არის განგაშის ერთ-ერთი მთავარი
მოცემულობა და შესაბამისი ღონისძიებები უნდა იყოს მიღებული", -
განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ამის შესახებ საბჭოზე იყო მსჯელობა და რიგი
გამკაცრებები იქნება, პირველ რიგში, აღსრულებასთან დაკავშირებით.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2616 შემთხვევა დადასტურდა
მასალის გამოყენების პირობები