Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24
საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 848 ახალი დადასტურებული
შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 388 329-ს. რაც
შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 ივლისის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.66 %, ბოლო 14 დღის მანძილზე -
4.60% ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.92%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 231 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 366 250-მდე. ბოლო 24 საათში
კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 566 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 848 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 487 შემთხვევა, აჭარა - 94, იმერეთი - 46,
ქვემო ქართლი - 44, შიდა ქართლი - 25, გურია - 21, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 35, კახეთი - 64, მცხეთა-მთიანეთი - 11, სამცხე-ჯავახეთი -
12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9. ამ ეტაპზე ინფიცირების
მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 487 საიდანაც: 4 446 ადამიანი
მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2
651, აჭარაში - 273, იმერეთში - 535. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 859
პირი, მათ შორის, თბილისში - 447, აჭარაში - 46, იმერეთში -175.
10 949 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 130 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 4 453, პირი, აჭარაში - 1 545, იმერეთში - 1 423.
მასალის გამოყენების პირობები