Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში
გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 286 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 387 481-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 ივლისის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.26 %, ბოლო 14 დღის მანძილზე -
4.57% ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.92%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 701 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 365 019-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 551 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 286 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 759 შემთხვევა, აჭარა - 125, იმერეთი - 73,
ქვემო ქართლი - 79, შიდა ქართლი - 30, გურია - 16, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 54, კახეთი - 94, მცხეთა-მთიანეთი - 32, სამცხე-ჯავახეთი -
12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 65 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 39, ხოლო აჭარაში - 10.
სულ 6 ოქტომბრიდან - 17 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 956 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 10 554 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 2 986, პირი, აჭარაში - 1 445, იმერეთში - 1 423.
მასალის გამოყენების პირობები