Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24
საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 653 ახალი დადასტურებული
შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 384 387-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 ივლისის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.75 %, ბოლო 14 დღის მანძილზე -
4.31% ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.67%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 466 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 362 957-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 516 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 653 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 980 შემთხვევა, აჭარა - 118, იმერეთი - 155,
ქვემო ქართლი - 96, შიდა ქართლი - 48, გურია - 13, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 72, კახეთი - 94, მცხეთა-მთიანეთი - 39, სამცხე-ჯავახეთი -
20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 52 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 32, ხოლო აჭარაში - 4.
სულ 6 ოქტომბრიდან - 15 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 952 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 10 703 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 3 877, პირი, აჭარაში - 1 182, იმერეთში - 1 086.
მასალის გამოყენების პირობები