"ფაიზერის" ვაქცინა საქართველოშია.
ჯანდაცვის სამინისტროში უწყებაში არ აკონკრეტებენ, რამდენი დოზა
ვაქცინა ჩამოვიდა, თუმცა აცხადებენ, რომ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია
დღეს, 15:00 საათიდან დაიწყება, ხოლო აცრა - 16 ივლისიდან.
pfizer"-ის ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით
გაკეთდება, იმუნიზაცია კი პირველ ეტაპზე 7 კლინიკაში იქნება
შესაძლებელი.
„საქართველოში საყოველთაო ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით,
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იმ სამედიცინო
დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლებიც "pfizer"-ით
ვაქცინაციის პროცესში არიან ჩართულები.
"pfizer"-ით იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე 7 სამედიცინო
დაწესებულებაში შეეძლებათ. ესენია: „ამტელ ჰოსპიტალ პირველი
კლინიკური“, „კავკასიის მედიცინის ცენტრი“, „აკადემიკოს ნიკოლოზ
ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა“, „ივ.ბოკერიას სახელობის
ჰოსპიტალი“, ქ. ბათუმში „რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“, ქ.
ქუთაისში „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი“ და ქ. გორში
„გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სამხედრო ჰოსპიტალი“.
ამ ეტაპისთვის, "pfizer"-ით ვაქცინაციის პროცესში 30 ბრიგადაა
ჩართული, თუმცა იმუნიზაციის პროცესში ეტაპობრივად 80 სამედიცინო
დაწესებულება, სულ მცირე 240 ბრიგადით ჩაერთვება.
სამინისტროში ასევე ამბობენ, რომ "ფაიზერის" ვაქცინა საქართველოში
ეტაპობრივად შემოვა.
მასალის გამოყენების პირობები