Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24
საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 663 ახალი დადასტურებული
შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 381 336-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 ივლისის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.68 %, ბოლო 14 დღის მანძილზე -
4.1% ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.46%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 769 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 361 327-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 492 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 663 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 988 შემთხვევა, აჭარა - 107, იმერეთი - 121,
ქვემო ქართლი - 95, შიდა ქართლი - 55, გურია - 15, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 71, კახეთი - 122, მცხეთა-მთიანეთი - 35, სამცხე-ჯავახეთი -
25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 29.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 37, ხოლო აჭარაში - 1.
სულ 6 ოქტომბრიდან - 13 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 943 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 467 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 3 315, პირი, აჭარაში - 1 010, იმერეთში - 1 062.
მასალის გამოყენების პირობები