ამირან გამყრელიძე ახალი ინიციატივით გამოდის.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ინიციატივა
კონფერენციებს და შეკრებებს ეხება. მისი თქმით, ყველა კონფერენციაზე,
ან შეკრებაზე დაშვებული უნდა იყვნენ ადამიანები, ვინც
ორჯერადად აცრილი იქნებიან, ან ბოლო 72 საათში გატესტილი უარყოფითი
ტესტით.
მისი განმარტებით, განიხილება ე.წ. უსაფრთხო სკოლების და
უნივერსიტეტების პრინციპი. რათა შემოდგომას უნივერსიტეტებში ყველა
პროფესორ-მასწავლებელი და სტუდენტი იყოს ორჯერადად აცრილი, ასევე
სკოლებში ყველა მასწავლებელი და მოსწავლე იყოს
ორჯერ ვაქცინირებული.
"სამედიცინო უნივერსიტეტი გამოვიდა ძალიან სერიოზული ინიციატივით და
მინდა მხარი დავუჭირო. ეს არის ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რომ
მასწავლებელმა არ მიუტანოს ბავშვს, ან ბავშვმა არ გადასდოს
მასწავლებელს ინფექცია. ასევე განიხილება საკითხი ე.წ. მწვანე
სერტიფიკათებთან დაკავშირებით და გამოვედი ამ ინიციატივით, რომ ყველა
კონფერენციაზე, ან შეკრებაზე დაშვებულები იყვნენ ის ადამიანები, ვინც
ორჯერადად აცრილი იქნებიან, ან ბოლო 72 საათში გატესტილი უარყოფითი
ტესტით. ეს უნდა იყოს ჩვენი პასუხისმგებლობა, მაგრამ ძალით ამას ვერ
გააკეთებთ, ეს უნდა იყოს თვითშეგნება", - აღნიშნა ამირან
გამყრელიძემ.
13 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 862 ახალი
შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 619, ხოლო გარდაიცვალა - 11
ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები