,,ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი უარესდება და
შესაძლოა მძიმე მე-4 ტალღაში შევიდეთ'', - ასე შეაფასა ქვეყანაში
განვითარებული ეპიდსიტუაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება და მოსახლეობას
რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს.
"25-26 ივლისიდან მაჩვენებლებმა ზესვლა დაიწყო, რაც ნიშნავს იმას, რომ
ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უარესდება. ანუ, უფრო მეტი ინტენსივობით
ცირკულირებს. ყველა უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რადგან რაც შეიძლება
მეტი გადავავადოთ და შევაკავოთ მე-4 ტალღის ქვეყანაში განვითარება.
ამისთვის უფრო მეტი ადამიანი უნდა აიცრას, უფრო გავაფართოვოთ
ტესტირება და ადრეული გამოვლენა შესაბამისად, იზოლირება ინფიცირებული
ადამიანების",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
13 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 862 ახალი
შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 619, ხოლო გარდაიცვალა - 11
ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები