Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური
ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების
1 862 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 379 673-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 ივლისის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.3 %, ბოლო 14 დღის მანძილზე -
4.0% ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.26%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 619 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 360 558-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 479 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 862 ახალი შემთხვევიდან
თბილისში გამოვლენილია 1 136 შემთხვევა, აჭარა - 98, იმერეთი - 164,
ქვემო ქართლი - 104, შიდა ქართლი - 56, გურია - 11, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 64, კახეთი - 115, მცხეთა-მთიანეთი - 54, სამცხე-ჯავახეთი -
32, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.
924 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 677 -
თბილისში, 242- აჭარაში.
8 981 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 49 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 1.
სულ 6 ოქტომბრიდან - 12 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 941 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 005 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 3 173, პირი, აჭარაში - 847, იმერეთში - 1 032.
მასალის გამოყენების პირობები