Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში
გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 108 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 374 836-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 ივლისის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.64 %, ბოლო 14 დღის მანძილზე -
3.47 ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.89%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 714 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 357 804-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 421 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 108 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 673 შემთხვევა, აჭარა - 74, იმერეთი - 75,
ქვემო ქართლი - 52, შიდა ქართლი - 31, გურია - 11, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 48, კახეთი - 86, მცხეთა-მთიანეთი - 29, სამცხე-ჯავახეთი -
13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 16.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 78 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 64, ხოლო აჭარაში - 7.
სულ 6 ოქტომბრიდან - 8 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 932 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 993 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 2 784, პირი, აჭარაში - 676, იმერეთში - 1 045
მასალის გამოყენების პირობები