გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების
ფარგლებში, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების
1 043 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 373 728-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 ივლისის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.34 %, ბოლო 14 დღის მანძილზე -
3.27 ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.72%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან
გამოჯანმრთელდა 841 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა
გაიზარდა 357 090-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20
ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს
ჯამში 5 415 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 043 ახალი შემთხვევიდან
თბილისში გამოვლენილია 652 შემთხვევა, აჭარა - 59, იმერეთი - 61,
ქვემო ქართლი - 62, შიდა ქართლი - 38, გურია - 8, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 58, კახეთი - 60, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი -
18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7. ამ ეტაპზე ინფიცირების
მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 198 საიდანაც 3 139 ადამიანი
მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1
804, აჭარაში - 151, იმერეთში - 402.
სულ 6 ოქტომბრიდან - 7 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 931პირი. ამ ეტაპისთვის
თვითიზოლაციაში იმყოფება 7 536 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 680,
პირი, აჭარაში - 685, იმერეთში - 983.
მასალის გამოყენების პირობები