ავსტრიამ საქართველოს 5 000 დოზა "ასტრაზენეკას" ვაქცინა აჩუქა.
ამის შესახებ ავსტრიაში საქართველოს ელჩი ქეთევან ციხელაშვილი
სოციალურ ქსელში წერს.
ასტრაზენეკას ვაქცინა თბილისში უკვე ჩამოიტანეს.
"ახლახანს დაეშვა თბილისის აეროპორტში ვენა-თბილისის რეისი, რომელითაც
ავსტრიის მიერ საქართველოსათვის საჩუქრად გადაცემული 5000 დოზა
"ასტრაზენეკას" ვაქცინა ჩავიდა! დიდი მადლობა ავსტრიის მთავრობას -
ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს, ამ დახმარებისა და სოლიდარობისათვის!
ეს მეგობრობის მნიშვნელოვანი ჟესტია, რასაც ძალიან ვაფასებთ", - წერს
ქეთევან ციხელაშვილი.
საქართველოში დღეს მმასობრივი იმუნიზაცია დაიწყო,
საქართველოში "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო,
"ფაიზერით" კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ "სინოფარმის" ვაქცინის
100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან, ხოლო
"სინოვაკით" იმუნიზაცია კი 24 მაისიდან დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები