ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით
ინფიცირების 964 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გამოჯანმრთელდა 607 პირი. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა 368 022-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა
353 231-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება დადებითობის
მაჩვენებელს, 1 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი
არის 3.42 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.74%, ხოლო 7 დღის მანძილზე -
3.09%.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით
გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან
დღემდე ვირუსს ჯამში 5 335 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი
ინფიცირების 964 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 629
შემთხვევა, აჭარა - 25, იმერეთი - 77, ქვემო ქართლი - 54, შიდა ქართლი
- 40, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 30, კახეთი - 71,
მცხეთა-მთიანეთი - 12, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო
სვანეთი - 8.
მასალის გამოყენების პირობები